განტვირთვა

რას ვუყუროთ?

ხშირად მსმენია ფრაზები: ფილმის საყურებლად სად მცალია; ფილმისთვის არ მოვცდები, წიგნი მირჩევნია; ფილმი?- უი ბოლოს როდის ვნახე, აღარ მახსოვს.. ან,  მე ტელევიზორი საერთოდ არ მაქვს – სიმართლე გითხრათ ცოტა მიკვირდა ყოველთვის და ვთვლი, რომ ფილმის ყურება და წიგნის კითხვა ორივე  უდიდესი  სიამუვნებაა, თუმცა განსხვავებული, – ამბობს ფიქრია გელაშვილი და იმ ფილმების სამეულს გვიზიარებს, რომლებიც განსაკუთრებულად უყვარს.

“რა თქმა უნდა, წიგნთ ხანგრძლივად ვიღებთ სიამოვნებას, თუმცა ფილმით მომენტალურად  ვხდებით იმ სამყაროში, სადაც გვარჩენენ, გვკურნავენ, გვშველიან, თვითშეფასებას გვიმაღლებენ და სხვა თუ არაფერი, ხასიათს გვიცვლიან. ჩემთვის წიგნიც და ფილმიც ორივე  დიდი ინსპრაციის წყაროა და ვთვლი, რომ სწავლა  როგორც წიგნიდან, ასევე ფილმიდანაც შეგვიძლია.

ფილმი N1 – “ჯერ კიდევ ელისი”

ვინც კარგად მიცნობს, იცის ჩემი დამოკიდებულება ალცჰეიმერის მიმართ და სამწუხარო რეალობაა, რომ ხშირად ცხოვრება ჩვენს მაგივრად იღებს გადაწყვეტილებას.  ფილმის გმირი ელისი ლინგვისტიკის პროფესორი და 3 შვილის დედაა, როელსაც ალცჰეიმერი ემართემა ….

ეს არის ფილმი   ემოციებზე,  საკუთარი თავის დაკარგვაზე და მონატრებაზე, მებრძოლ ქალზე, რომელიც ყველაფრის მიუხედავად ცდილობს, რომ დარჩეს ისევ ის ელისი, რომელიც მანამდე იყო.   

 ფილმი N2 – “ასე უბრალოდ…”  

ეს არის  1998-2004  საკულტო სერიალი, რომელიც ვფიქრობ ყველა ქალმა უნდა ნახოს. ფილმი ურთიერთობაზე, მეგებრობაზე, საკუთარი თავის სიყვარულზე, მოდაზე და  კიდევ ძალიან ბევრ საინტერესო თემაზე.  ეს არის ფილმი თეარპია, ფილმი ინსპირაციაა და ფილმი, რომელიც ამბობს, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია და სიცოცხლის სიყვარული ყველა ასაკში თავისებური და შეუდარებელია. 

ფილმი N3 –  “როცა ისინი დაგვინახავენ” 

ეს არის რეალურ ამბავზე დაფუძნებული 5 შავკანიანი მოზარდის ისტორია.  ამბავი, რომლმაც ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი რაოდენობის კომპენსაცია მიიღო. სერიალი 5 თინეიჯერის დრამატულ ისტორიაზეა, რომლებიც 20 წლის წინ უსამართლოდ დაიჭირეს, ბრალი კი ნიუ იორკის ცენტრალურ პარკში მორბენალი ქალის ჯგუფური გაუპატიურებისთვის წაუყენეს.

დატოვეთ კომენტარი