ახალი ამბები

ბაქარ გიუნაშვილი მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს ხელმძღვანელად დაინიშნა

შიდა ქართლის მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს ხელმძღვანელად ბაქარ გიუნაშვილი დაინიშნა.

ინფორმაციას ადასტურებს სააგენტოს დირექტორის მოადგილე სოსო ხაბელაშვილი.

სააგენტოს ბოლო დრომდე თამარ აფციაური ხელმძღვანელობდა, რაც შეეხება ბაქარ გიუნაშვილს – ის იყო “ქართული ოცნების” აქტივისტი, ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, შემდეგ კი, 2017-2021 წლების მოწვევის საკრებულოს წევრი, პარალელურად კი, დასაქმებული იყო ააიპ გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტოში შესყიდვების სპეციალისტად.

დატოვეთ კომენტარი