„ხშირია ბავშვთა მიმართ ძალადობა და ამაზე ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ”, – ამის შესახებ, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა საბავშვო ბაღის აღმზრდელებთან შეხვედრისას ისაუბრა.
” ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის შეხვედრები. ჩვენ პასუხისმგებლები ვართ მომავალი თაობის აღზრდაზე. ჩვენ თუ რამეს ვაკეთებთ, ვაკეთებთ იმიტომ, რომ პრობლემები მოგვარდეს. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ოჯახებში ხშირია ძალადობა. ეს ფაქტია უნდა ვაღიაროთ, უნდა ვისაუბროთ ამაზე. ჩვენ ამ თემებზე თუ არ ვისაუბრებთ რა თქმა უნდა, ისე ამ პრობლემებს ვერ გადავჭრით”, – განაცხადა ჩიტიაშვილმა.
ხაშურის მერმა საბავშვო ბაღების აღმზრდელებს სთხოვა, რომ ამ კუთხით უფრო გააქტიურდნენ.
დატოვეთ კომენტარი