ახალი ამბები

ქარელის საბავშვო ბაღებში არდადეგები ივლისის ბოლოს დაიწყება

ქარელის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებებში არდადეგები ივლისის ბოლოდან დაიწყება.

„ჩვენი მუნიციპალიტეტის არცერთ საბავშო ბაღში საზაფხულო განყოფილება არ გვაქვს. ჩვენ ყოველ წელს ივლისის ბოლოს ვასრულებთ მუშაობას და წელსაც ასე იქნება”, – განაცხადა ქარელის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ნინო მეზვრიშვილმა.

ინფორმაციისთვის, ქარელის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ამ ეტაპზე 22 საბავშო ბაღი ფუნქციონირებს.

დატოვეთ კომენტარი