ახალი ამბები

კასპში 3 სოფლის წყალმომარაგების სამუშაოებისთვის 1 625 811 ლარამდე დაიხარჯება

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაკაში, თელადგორში და გრაკალში ახალი სათავე ნაგებობების სამარაგო რეზერვუარებისა და მაგისტრალური მილსადენების მოწყობის სამუშაოებისთვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა, რომლის ღირებულებაც 1 625 811 ლარია

“დღეისთვის სამი სოფლის მოსახლეობის ნაწილი სასმელი წყლით არ მარაგდება, აუცილებელია ახალი ჭაბურღილებისა და რეზერვუარების მოწყობა, სამუშაოები უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად”, – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

ტენდერები სრულდება 2022 წლის 21 ივნისს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები