ახალი ამბები

გორის თეატრში ირანელი მსახიობები სპექტაკლს გამართავენ 

4 ივნისს, გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში თეატრალური კვირეულის ფარგლებში ირანელი მსახიობები სპექტაკლს „მარშმელოუ“ გამართავენ, – ინფორმაციას ამის შესახებ გორის თეატრი ავრცელებს. 

“ეს არის მონო სპექტაკლი – ქაღალდის თეატრი ბავშვებისა და ოჯახისთვის. თხრობა „შელ სილვერსტეინის” „ლაფკადიოს” მოთხრობიდან. ესაა ლომის ისტორია ჯუნგლებში, რომელმაც იპოვა იარაღი და ისწავლა სროლა. ის ცნობილი მსროლელი გახდა. წავიდა ცირკში, იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო, თავი იგრძნო ადამიანად.,ის ზღაპარი იდენტობის კრიზისებზე”, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

თეატრის ადმინისტრაციის ცნობით, ქართულ ენაზე სპექტაკლს წარმოადგენს ფერეიდნელი ქართველი.

დატოვეთ კომენტარი