გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა პროექტის „მართე შენი მუნიციპალიტეტის“ მონაწილეებს ბავშვთა საერთაშორისო დღე მიულოცა და თითოეულ მათგანს პროექტში მონაწილეობისთვის მადლობის სიგელი და წიგნების მაღაზია „ბიბლუსის“ სასაჩუქრე ვაუჩერი გადასცა.
“პროექტის ფარგლებში, უფროსკლასელმა მოსწავლეებმა ერთი სამუშაო დღე გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირებთან ერთად გაატარეს. აქტივობაში 12 მოსწავლე მონაწილეობდა. მათ გორის მუნიციპალიტეტის მერმა, მერის მოადგილეებმა და უწყების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა უმასპინძლეს”, – ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროექტის მიზანი, ახალგაზრდებისთვის თვითმმართველობის საქმიანობის გაცნობა და მათი მართვის პროცესში ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა იყო.