ახალი ამბები

ხაშურში პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცეს

31 მაისს პოლიციელთა პროფესიული დღე აღინიშნება. ეს დღე ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ნინო ლიპარტელიანმა დაცვის პოლიციის თანამშრომლებს მიულოცეს.

“მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ თანამშრომლებთან ერთად პროფესიული დღე მიულოცეს ხაშურის მუნიციპალიტეტის დაცვის პოლიციელებს და დაბადების დღე – პოლიციის სერჟანტ ზეზვა ტეფნაძეს. უსურვეს მშვიდობა, ჯანმრთელობა და წარმატებები ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!”, – ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობას დაცვის 2 პოლიციელი ქალი – ლანა ბოღიშვილი და თამარ ბარბაქაძე იცავენ.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები