„ქალებმა ყველა სფეროში მიაღწიეს წარმატებას” – 3 პოლიციელი ქალი ხაშურიდან
31/05/2022
2 წუთის საკითხავი
“სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, როდესაც ერთ მშვენიერ დღეს სამსახურში შემოსულებს ბარიერთან მორიდებულად მომღიმარი, ახალგაზრდა ფორმაში გამოწყობილი ქალბატონი დაგვხვდა, მეორე დღეს – მეორე ქალბატონი, ისიც გვიღიმოდა და ჩვენს საპასუხო ემოციას მოუთმენლად ელოდა”, – ასე შეხვდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის შენობაში დაცვის პოლიციის ახალ თანამშრომლებს.
ლანა ბოღიშვილმა და თამარ ბარბაქაძემ სულ ახლახანს დაიწყეს დაცვის პოლიციაში მუშაობა. ისინი ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის შენობას იცავენ.
“ჩვენი რეაქცია, რა თქმა უნდა, პოზიტიური იყო, ძალიან გაგვიხარდა და სულაც არ გაგვკვირვებია. საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართული მეტი ქალი დღეს ხომ სახელმწიფო მიდგომაცაა და რეალობაც, რომ ქალებმა ყველა სფეროში წარმატებებს მიაღწიეს”, – ამბობს ხაშურის საკრებულოს თანამშრომელი ირინა გოცირიძე, რომლის ავტორობითაც ქალი პოლიციელების შესახებ, ვრცელი ტექსტი საკრებულოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
“მოზაიკა” ტექსტს უცვლელად გთავაზობთ. ირინა გოცირიძე გვიყვება 3 პოლიციელი ქალის შესახებ ხაშურიდან: