ახალი ამბები

რა ვიცით „ჰოლივუდ სითიზე”, რომელიც კასპში აშენდება

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი დასახლება – „ჰოლივუდ სითი” აშენდება. ინფორმაციას კომპანია SWEF LAND GROUP ავრცელებს.

„მდიდარი ბუნება, სუფთა ჰაერი და ულამაზესი ლანდშაფტები ამ ადგილს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდიან. შენობა-ნაგებობები იდეალურად არის ინტეგრირებული გარემოსთან, ხოლო კომპლექსის კონცეფცია კიდევ უფრო მეტ გამწვანებას ითვალისწინებს. სრულყოფილი ინფრასტრუქტურის გარდა, კომპლექსში მოეწყობა კომერციული ფართები, გასართობი და სპორტული სივრცეები, კინოს შემსწავლელი ცენტრი და მაღალი სტანდარტების მქონე 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო“, – ნათქვამია პროექტის აღწერაში.

კომპანიის განმარტებით, მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი შექმნილია ცხოვრების ახალი სტანდარტების დასანერგად და საქართველოში კინოინდუსტრიის სფეროს განვითარებისთვის. საცხოვრებელი კომპლექსი შედგება კერძო ვილებისგან და თაუნ-ჰაუსებისგან, კეთილმოწყობილი ეზოებით და საცურაო აუზებით.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები