ისტორიები ისტორიული ძეგლები

რა ვიცით ხაშურის საბავშვო რკინიგზის შესახებ

ზემო ზერის ტყე-პარკში, რომლის აღდგენაც უკვე დაგეგმილია, ადრე საბავშვო რკინიგზაც იყო. 

ხაშურის საბავშვო რკინიგზა იყო წრიული, ვიწროლიანდაგიანი და მისი სიგრძე დაახლოებით 1,7 კმ იყო. 

ხაზის მშენებლობა 1982 წელს დაიწყო და 2 წელი გაგრძელდა. სულ სამი სადგური აშენდა.

რკინიგზამ 5 წელი იმუშავა – გაიხსნა 1984 წლის 1 სექტემბერს და იფუნქციონირა 1989 წლამდე.

გახსნის დღეს, პირველი მატარებლის მემანქანე  იყო ზურაბ ბლუაშვილი, უფროსი მემანქანე ორმოცწლიანი სამუშაო გამოცდილებით და სამხრეთკავკასიური რკინიგზის ვეტერანი.

პირველი მგზავრობისას გამოყენებული იყო ლოკომოტივი TU2 და Pafawag-ის ვაგონები PV40.

1991 წლის სამხედრო გადატრიალებისა და სამოქალაქო ომის პირობებში სარკინიგზო ხაზი განადგურდა და მას შემდეგ აღარ ამუშავებულა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.