ზემო ზერის ტყე-პარკში, რომლის აღდგენაც უკვე დაგეგმილია, ადრე საბავშვო რკინიგზაც იყო.
ხაშურის საბავშვო რკინიგზა იყო წრიული, ვიწროლიანდაგიანი და მისი სიგრძე დაახლოებით 1,7 კმ იყო.
ხაზის მშენებლობა 1982 წელს დაიწყო და 2 წელი გაგრძელდა. სულ სამი სადგური აშენდა.
რკინიგზამ 5 წელი იმუშავა – გაიხსნა 1984 წლის 1 სექტემბერს და იფუნქციონირა 1989 წლამდე.
გახსნის დღეს, პირველი მატარებლის მემანქანე იყო ზურაბ ბლუაშვილი, უფროსი მემანქანე ორმოცწლიანი სამუშაო გამოცდილებით და სამხრეთკავკასიური რკინიგზის ვეტერანი.
პირველი მგზავრობისას გამოყენებული იყო ლოკომოტივი TU2 და Pafawag-ის ვაგონები PV40.
1991 წლის სამხედრო გადატრიალებისა და სამოქალაქო ომის პირობებში სარკინიგზო ხაზი განადგურდა და მას შემდეგ აღარ ამუშავებულა.