43 წლის კაცი, რომელსაც ხაშურში 3 დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.
თვითმხილველების ინფორმაციით, ის არხში ჩავარდა და დაიხრჩო.
“ნასვამ მდგომარეობაში იყო, მეგობრებთან ერთად იყო სუფრაზე, იქიდან წამოვიდა და სახლში აღარ დაბრუნებულა. 3 დღის განმავლობაში ეძებდნენ და ბოლოს, არხში იპოვეს, დაიხრჩო”, – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.
დატოვეთ კომენტარი