ახალი ამბები

„ერთად ვთქვათ სათქმელი ხაშურელებმა ქალთა მიმართ ძალადობაზე”

„ერთად ვთქვათ ჩვენი სათქმელი ხაშურელებმა ქალთა მიმართ ძალადობაზე” , – ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ნინო ლიპარტელიანმა აქცია დააანონსა, რომელიც 28 მაისს გაიმართება.

“ხაშურის საზოგადოების ნაწილი და ახალგაზრდობა დავდგებით ხაშურის ცენტრალურ მოედანზე და გავაპროტესტებთ თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტში მომხდარი მკვლელობის ფაქტს. ჩემი თხოვნა იქნება ხაშურის მოსახლეობისადმი, შემოგვიერთდნენ, რათა ერთად ვთქვათ ჩვენი სათქმელი ქალთა მიმართ გახშირებულ ძალადობაზე”, – აღნიშნა ნინო ლიპარტელიანმა.

აქცია ხაშურში 28 მაისს, 10:30 საათიდან დაიწყება.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები