ხაშურში ორი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს.
“მოზაიკას” ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა, წაღებულია 2000 ლარამდე თანხა.
“ორი აპარატი გატეხეს ერთ ღამეში, ზუსტად არ ვიცი რა რაოდენობის თანხაა წაღებული, თუმცა ბოლო დროს ხშირად ტყდება აპარატები”, – უთხრა “მოზაიკას” ერთ-ერთმა მოქალაქემ.
საქმეზე გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.
დატოვეთ კომენტარი