ახალი ამბები

ქარელის მუნიციპალიტეტში ტრენაჟორები სასაფლაოს გზაზე მოაწყეს

​ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცაში ტრენაჟორები სასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე მოაწყეს. ამის შესახებ, “მოზაიკას” სოფლის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა უთხრა.

“ტრენაჟორების მოეწყო სოფლის განაპირა მხარეს, ცენტრალური გზა უნდა გადაკვეთოს ადამიანმა იქ რომ მოხვდეს,სადაც მთელი დღის განმავლობაში მოძრაობა გადატვირთულია. არცერთი მშობელი არ გაბედავს და იქ თავის შვილს არ გაუშვებს ისეთი მოძრაობაა, არ ვიცი ვისი ინიციატივთი მოხდა მაგ ადგილზე ტრენაჟორების მოწყობა ეს არის სასაფლაოსკენ მიმავალი გზა სადაც მხოლოდ საქონელს მწყემსავენ” , – ამბობს ციური თურმანიძე.

ინფორმაციისთვის, 2022 წლის ქარელის ბიუჯეტით გათვალისწინებულია 9 ცალი ტრენაჟორების მოწყობა მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიაზე, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 181 263 ლარია გამოყოფილი.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები