ახალი ამბები

ხაშურსა და ქარელში ხის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხაშურსა და ქარელში ხე-ტყის მასალების უკანონო ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს

“ხაშურში, მოქალაქე, ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე, წიწვოვანი სახეობის 49 ერთეული მრგვალი მორის ტრანსპორტირებას ახდენდა. ამავე მუნიციპალიტეტში, სამართალდამრღვევს, უკანონოდ გადაჰქონდა 1,8 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი). ქარელის მუნიციპალიტეტში კი, მოქალაქეს ავტომანქანის ძარაზე 4,5 კუბური მეტრი მოცულობის ფიცარი ჰქონდა განთავსებული”, – აღნიშნულ ინფორმაციას დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაილუქა. იმ ფაქტების საქმის მასალები კი, სადაც სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

დატოვეთ კომენტარი