ახალი ამბები

ჩუმათელეთში მოსახლეობას სურს, რომ ერთ-ერთ ქუჩას “გიორგობის” სახელი ეწოდოს

ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩუმათელეთში მოსახლეობას სურს, რომ ერთ-ერთ ქუჩას “გიორგობის” სახელი ეწოდოს. მოსახლეობამ აღნიშნული თხოვნით, საკრებულოს მიმართა.

“იმის გამო, რომ უბანს ქუჩის სახელწოდება არ აქვს, ვაწყდებით დიდ წინააღმდეგობას, ვერ ვუთითებთ ზუსტ მისამართს. ჩვენი, მოსახლეობის დიდი სურვილი და უდიდესი თხოვნაა, ჩვენს უბანს დაერქვას “გიორგობის” ქუჩა  – ნომრების მითითებით”, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც მოსახლეობამ საკრებულოს გაუგზავნა.

საკითხს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისია განიხილავს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები