ხაშურის კულტურის სახლის რეაბილიტაცია შეჩერებულია. მერიის განმარტებით, კომპანიამ, რომელიც სამუშაოებს აწარმოებდა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა.
“ხაშურის კულტურის სახლის რეაბილიტაციაში მონაწილე სამშენებლო კომპანია “ინშაათ საქართველოს” ხელშეკრულება შეუჩერდა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ვერ შეძლო ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, შეუწყდა ხელშეკრულება და დაეკისრა ჯარიმა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტაცის მომზადება და ხელახალი ტენდერის გამოცხადება”, – ამბობს თათია ძინძიბაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი.
მისივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოხდება კულტურის სახლის დარბაზის დასრულება, გარდა ამისა მოხდება იმ ფლიგელების რემონტი, რომელიც წინა ტენდერის დროს გათვალისწინებულიც არ იყო, ჩატარდება დარბაზის შიდა სივრცის მთლიანი რემონტი.