ახალი ამბები

„საპატიო მიზეზი მქონდა” – ხინჩეგაშვილი საკრებულოში მისვლასთან დაკავშირებით

“საპატიო მიზეზი მქონდა”, – ასე გამოეხმაურა გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოპოზიციის კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ ის საკრებულოს სხდომაზე არ მივიდა.

“საპატიო მიზეზი მქონდა და ვერ მივედი. შემდეგი სხდომა როდის იქნება გავარკვევ და გადავწყვეტ. თუ მიზეზი არ იქნება ისეთი, რომ ფიზიკურად ვერ შევძლო მისვლა, მივალ”, – განაცხადა ხინჩეგაშვილმა.

გორის მუნიციპალიტეტის მერთან ოპოზიციას კითხვები ჰქონდა, რის გამოც, ხინჩეგაშვილი საკრებულოს სხდომაზე დაიბარეს, თუმცა ის არც სხდომაზე მივიდა და არც ოპოზიციის კითხვებს გასცა პასუხი.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.