ქარელში შესასვლელი ხიდის რეაბილიტაცია სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს დასრულდება. ამის შესახებ, ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი აცხადებს.
მისი განმარტებით, ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოები გზების დეპარტამენტმა დააფინანსა და ტენდერიც ამ უწყების გამოცხადებულია.
“მაქვს ინფორმაცია, რომ ხიდის რეაბილიტაცია წელს უნდა დასრულდეს, ივნისის ბოლოსთვის. როდესაც ხიდის მშენებლობა დაიწყო ტენდერში გამარჯვებულმა ორმა თუ სამმა კომპანიამ სამუშაოები ვერ შეასრულა, რისთვისაც მათ ხელშეკრულებები შეუწყდათ. დღესდღეობით, არსებული კომპანია, როგორც თვალყურს ვადევნებ სამუშაოებს კარგად ასრულებს თუ რამე ბუნებრივმა პირობებმა არ შეუქმნათ პრობლემა ივნისის ბოლოსთვის დასრულდება პროცესი”, – განაცხადა ზაზა გულიაშვილმა.
ადგილობრივების თქმით, ხიდის რეაბილიტაცია უკვე 2-3 წელია მიმდინარეობს.