ახალი ამბები

მელანაშვილი: არაშენდაში მიწის ფართი არ გასხვისდება 

არაშენდაში აქციის მონაწილეებს საკრებულოს წარმომადგენელი შეხვდა. საკრებულოს წევრის, მერაბ მელანაშვილის განცხადებით, ქონების ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო მოკვლევა გორის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის ახალდაბისა და არაშენდა 50 ჰექტარი მიწის ფართობზე.

არაშენდას 24 ჰექტარის მიწის ფართობზე მოსახლეობის წერილობითი უარის შემდეგ, პროცესი დაიბლოკა.  ახალდაბას 23 ჰექტარი მიწის ფართობის გასხვისებაზე სოფლის მოსახლეობამ თანხმობა განაცხადა.

არაშენდის მოსახლეობა აცხადებს, რომ ეს მიწა არის მათი სოფლის საძოვარი და ის არაკანონიერად მიეკუთვნა სოფელ ახალდაბას.

“არის ორი ნაკვეთი, ერთი არის არაშენდაზე, ერთი ახალდაბაზე. შემოვიდა წერილი, ამ მიწების გასხვისება რომ მოხდეს. ახალდაბაში ჩატარდა კრება და მოსახლეობა დაეთანხმა, ხოლო არაშენდაში არ დაეთანხმა. არაშენდის მიწის ფართი შესაბამისად არ გასხვისდება. არაშენდისაა 23 ჰექტარი, ახალდაბისაა 24 ჰექტარი. მოსახლეობა კი აპროტესტებს, რომ ის ახალდაბის მიწაც არაშენდის იყოვო,  მაგრამ ეხლა საჯარო რეესტრს ახალდაბაზე აქვს დარეგისტრირებული, უნდა გავერკვეთ, ჩავალ გორში და დავილაპარაკებთ”, – განაცხადა მერაბ მელანაშვილმა. 

დატოვეთ კომენტარი