ახალი ამბები

1924 წლიდან დღემდე – კასპის ოკუპაციის მუზეუმში ლექცია ჩატარდა

საქართველო 1924 წლიდან დღემდე – კასპის ოკუპაციის მუზეუმში ლექცია ჩატარდა. აღნიშნული აქტივობა ლიბერალური განათლების ქართულ-ამერიკული ინიციატივის ღონისძიებების კვირეულის ფარგლებში განხორციელდა.

ლექცია მუზეუმის ხელმძღვანელმა ნინო ნიპარიშვილმა ჩაატარა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ  ახალგაზრდებს ვესაუბროთ ისტორიულ რეალობაზე.

“რუსეთი საუკუნეების განმავლობაში ცდილობს ჩვენი ქვეყნის საკუთარ გუბერნიად ქცევას და ამ პირობებში ჩვენ შევძელით დამოუკიდებლობის მოპოვება. განსაკუთრებით დღეს, როდესაც რუსეთ -უკრაინის ომია და მეორდება ის სადისტური ქმედებები რუსეთის მხრიდან, რაც საქართველომ უკვე გამოიარა, მნიშვნელოვანია ახალგაზრდებს ვესაუბროთ ისტორიულ რეალობაზე. თაობებმა უნდა იცოდეს რომ რუსეთი არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული მტერი”, – აცხადებს ნინო ნიპარიშვილი.

როგორც ცნობილია,  საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, “ლიბერალური განათლების ქართულ-ამერიკული ინიციატივა” ღონისძიებების კვირეულს მართავს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.