ქარელში, ახალგაზრდობის ქუჩაზე არსებული საცურაო აუზი ივნისის ბოლოდან დაიწყებს ფუნქციონირებას. ამის შესახებ, ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს აცნობა, რომელიც რეგიონული ტურნეს ფარგლებში იმყოფებოდა ქარელში.
“სპორტულ კომპლექსში იქნება ორი საცურაო აუზი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი დარბაზი”, – განაცხადა გულიაშვილმა.
როგორც ცნობილია, პროექტის ღირებულება 5.6 მლნ ლარს შეადგენს და ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია “საბა კონსტრაქშენი” ახორციელებს.
დატოვეთ კომენტარი