გამორჩეული ისტორიის მქონე რუის-ურბნისის ეპარქია ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. რუის-ურბნისის სახელს უკავშირდება ისეთი მეფეების სახელები როგორებიც იყვნენ ვახტანგ გორგასალი და დავით აღმაშენებელი.
რადიო “მოზაიკა” გთავაზობთ 10 საინტერესო ფაქტს რუის-ურბნისის ეპარქიის ისტორიიდან:
- 1. რუის-ურბნისში საეკლესიო ცხოვრება დასაბამს V საუკუნის ბოლოდან იღებს – ეპარქიის ტერიტორიაზე ქრისტიანული ცხოვრების დასაწყისი წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება.
- 2. რუისის საკათედრო ტაძრის აშენება წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალს მიეწერება.
- 3. ასურელ წმინდა მამათაგან სამი – მიქაელ ულუმბოელი, პიროს ბრეთელი და თადეოზ სტეფანწმიდელი ამ კუთხეში მოღვაწეობდა;
- 4. ეპარქიის საკათედრო ტაძარში ეკურთხა მეფედ გიორგი II (1072-1089წწ).
- 5. ეპარქიის ტერიტორიაზე არსებულ ეკლესია-მონასტრებში უმდიდრესი ბიბლიოთეკები არსებობდა.
- 6. რუის-ურბნისიზე პირველი, რაც გვახსენდება, დავით აღმაშენებლის მიერ 1103 წელს მოწვეული საეკლესიო კრებაა. კრების თავმჯდომარე იყო იოანე კათალიკოსი. ამ საეკლესიო კრების დადგენილებებს კანონის ძალა ჰქონდა.
- 7. ეპარქიის ძველ და დღევანდელ ტერიტორიაზე სხვადასხვა დროს 30-მდე ეკლესია-მონასტერი მდებარეობდა.
- 8. ეკლესია მონასტრებიდან რამდენიმე ხატი ხელოვნების მუზეუმში გადაიტანეს. მათ შორისაა წმ. სტეფანეს ხატი, თავდების ღვთისმშობლის ხატი და ფერისცვალების ხატი.
- 9. ამ ეკლესია-მონასტრების მღვდელმსახურთა შორისაა სულხან საბას ძმა ნიკოლოზ ორბელიანი, რომელიც ვახტანგ VI-ის სტამბის პირველი რედაქტორი, მწიგნობარი, ჰიმნოგრაფი, მთარგმნელი იყო და რომელმაც „რუისის სამწყსოს დავთარი“ შეადგინა.
- 10. რუის-ურბნისის ეპარქია, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, მცხეთა-ქართლის ეპარქიას მიუერთეს. ავტოკეფალიის აღდგენას შემდეგ კი, 1917 წელს, განახლებულ ცამეტ ეპარქიას შორის ერთ-ერთი ურბნისის ეპარქიაც იყო.
დატოვეთ კომენტარი