გამოხატვის თავისუფლების რეალიზებასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ გორში დისკუსიები იწყება.
შეხვედრებს “ადამიანის უფლებათა ცენტრის” შიდა ქართლის რეგიონული ოფისის კოორდინატორი, იურისტი ალექსი მერებაშვილი გაუძღვება.
პირველი შეხვედრა 25 მაისს, 15 საათზე გორის დემოკრატიის სკოლის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება და მასში მონაწილეობა ყველა მსურველს შეეძლება.
“შეხვედრაზე დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება. მიმოვიხილავთ გამოხატვის თავისუფლების რეალიზებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, გვექნება დისკუსია და შეხვედრის ბოლოს, ყველა ერთად შევაჯამებთ გამოთქმულ მოსაზრებებს და ქვეყანაში არსებულ ვითარებას”, – ამბობენ ორგანიზატორები.
დისკუსიების ციკლი ტარდება პროექტის “საქართველოში ძირითადი თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების შესახებ დისკუსია” ფარგლებში. პროექტს, ევროკავშირისა და ადამიანის უფლებათა სახლის ფონდის (HRHF) ფინანსური მხარდაჭერით, ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC), „მოზაიკასთან“ პარტნიორობით ახორციელებს.