შიდა ქართლის გუბერნატორმა ვალერიან მჭედლიძემ ერთი წლის განმავლობაში 2 763 ლიტრი საწვავი გახარჯა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განცხადებით, საწვავის შეძენასა და ავტომობილების შეკეთებაზე გაწეული ხარჯები იმდენად მაღალია, რომ მნიშვნელოვანია გასაჯაროვდეს, თუ რა კონკრეტული უფლებამოსილებების განხორციელებისა და მიზნებისთვის იქნა ეს თანხა გახარჯული.
“აუცილებელია, საწვავისა თუ ავტომობილების არასამსახურებრივი მიზნებისთვის გამოყენების რისკების შესამცირებლად შემუშავდეს წესები, რომლითაც მკაცრად დარეგულირდება, თუ როდის და რა სახის უფლებამოსილების განხორციელებისთვის გამოიყენებენ ავტომობილებსა და შესყიდულ საწვავს”, – აცხადებს ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო.
რაც შეეხება, შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციას, 1 წლის განმავლობაში 23 557 ლიტრი საწვავი გაიხარჯა, რომლის ჯამური ღირებულება 58 144 ლარია.