ახალი ამბები

კასპში 3 ქუჩის რეაბილიტაციისთვის 369 744 ლარი დაიხარჯება

კასპში მაზნიაშვილის, ვაჟა-ფშაველას და თამარ მეფის ქუჩების რეაბილიტაციისთვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 369 744 ლარია.

“ვაჟა-ფშაველას გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე შეადგენს 306 მეტრს, და ის მდებარეობს ზღვის დონიდან 570 მეტრზე. საგზაო სამუშაოები უნდა შესრულდეს მოქმედი სტანდარტების, ნორმების, ინსტრუქციების და რეკომენდაციების სრული დაცვით”, – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

ტენდერზე წინადადებების მიღება 30 მაისს სრულდება.

დატოვეთ კომენტარი