ახალი ამბები

კასპის მოსახლეობის რაოდენობა ისტორიულ მინიმუმზეა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს კასპის მოსახლეობის რაოდენობა ისტორიულ მინიმუმზე ჩამოვიდა და წინა წელთან შედარებით, 700-თ შემცირდა.

კასპის მუნიციპალიტეტში 2022 წლის მონაცემებით, 41 100 მოქალაქე ცხოვრობს. ეს მაჩვენებელი ბოლო 27 წლის განმავლობაში, ყველაზე მცირეა.

“2020 წლისთვის კასპის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობა 42 000 იყო, მონაცემები ხელმისაწვდომია 1994 წლიდან. ამ პერიოდისთვის კასპში 53 100 მოქალაქე ცხოვრობდა. 27 წლის განმავლობაში რაოდენობა 12 000-თ შემცირდა”, – აღნიშნულია საქსტატის მონაცემებში.

მოსახლეობის კლების ტენდენცია 1994 წლიდან დღემდე, შენარჩუნებულია.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.