ახალი ამბები

ხაშურის მე – 3 საჯარო სკოლაში უკრაინელი მოსწავლე ჩაირიცხა

ხაშურში, ილია ჭავჭავაძის სახელობის, მე-3 საჯარო სკოლაში უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლე ჩაირიცხა.

სკოლა უკრაინელ მოსწავლეს საზეიმოდ დახვდა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

“მოსწავლის ოჯახი უკრაინაში მიმდიანრე საომარი მოქმედებების გამო ხარკოვიდან ჩამოვიდა. დავითი ახლა უკვე ქართველ თანატოლებთან ერთად ისწავლის”, – ამბობენ ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრში. 

ინფორმაციისთვის, ერთი მოსწავლე ჩაირიცხა ქარელის #1 საჯარო სკოლაშიც, რომელიც ოდესიდან ჩამოვიდა. უკრაინელი მოსწავლეები მიიღო გორის რამდენიმე საჯარო სკოლამაც.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები