სტატიები

როდის დაიწყება ცხინვალის გზატკეცილის რეაბილიტაცია გორში 

მოქალაქეები გორში, ცხინვალის გზატკეცილზე, ავტოსადგურამდე მისასვლელი დაზიანებული გზის მოწესრიგებას ითხოვენ. 

მოქალაქეები ამბობენ, რომ აღნიშნულ გზაზე გადაადგილება განსაკუთრებით რთული და საფრთხის შემცველია, რადგან მსუბუქი ავტომობილების გარდა, ქალაქის ავტობუსები და სოფელში მიმავალი მიკროავტობუსებიც გადაადგილდებიან. 

“ლამის ავარია მომივიდა ახალ ბაზართან, ავტოსადგური ტერიტორიაზე, ორმოს ავარიდე და სხვა მანქანას ვეჯახებოდი”, – ამბობს ერთ-ერთო მოქალაქე, ხვიჩა წულაია.

“მართლა საშინელებაა, ამას ემატება ისიც, რომ საავარიო სიტუაციები იქმნება”, – ამბობენ მოქალაქეები. 

გორის მერიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ტენერი უახლოს დღეებში გამოცხადდება.

“უკვე მზადაა საპროექტო დოკუმენტაცია და გამოყოფილია საჭირო თანხაც. უახლოეს დღეებში გამოცხადდება ტენტერი სამუშაოების შესყიდვის მიზნით”, – ამბობენ მერიაში. 

უწყებამ საპროექტო დოკუმენტაციის შესასყიდად 6820  ლარის ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შპს “გზამკვლევი 2001” გაუფორმა. 

რაც შეეხება სარეაბილიტაციო სამუშაოებს, უწყებას ტენდერი ჯერ არ გამოუცხადებია, თუმცა სამუშაოების შესასრულებლად სავარაუდო თანხა, 2 500 000 ლარი  გათვალისწინებული აქვს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.