ბლოგები

როგორ შევინარჩუნოთ სტომატოლოგიური  ჯანმრთელობა

ავტორი: შორენა ხუციშვილი

უკრაინაში, ქალაქ პოლტავის სტომატოლოგიურ აკადემიაში ვისწავლე. სწორედ იქ გატარებულმა წლები გახდა ჩემი საექიმო კარიერის დასაწყისი – ექიმი სტომატოლოგი გავხდი.

2000 წლიდან ვმუშაობ უწყვეტად. 2018 წელს კი, პაციენტების რაოდენობამ და დიდმა მონდომებამ ჩემი საკუთარი კლინიკა გამახსნევინა, რომელსაც მესამე შვილად მივიჩნევ. ,,ელიტ მედი“ – ესაა ადგილი, სადაც სტომატოლოგიის ყველა დარგი განვავითარეთ. ამ წერილში კი ვეცდები, იმ საკითხებს შევეხო, რომლებიც ჩემი დაკვირვებით, ადამიანებს ყველაზე მეტად აინტერესებთ.

გათეთრების პროცედურა

დღეს ყველაზე მოტხოვნადი და პოპულარულია, კბილების გათეთრება ZOOM- ის აპარატით. ეს არის უახლესი ტექნოლოგია, მაქსიმალური ეფექტით  და რაც მთავარია უსაფრთხო შედეგით. პროცედურისას გამოიყენება სპეციალური LED ნათურის ცივი სხივი, რომელიც გამორიცხავს კბილისა და გარშემო ქსოვილების გადახურებას, დაზიანებას. თუ პაციენტი ითვალისწინებს სტომატოლოგის რჩევას, გათეთრების პროცედურის შემდეგ, მიღებული შედეგი ნარჩუნდება რამოდენიმე წლით.

კბილის ყველაზე ხშირი დაავადებები

პაციენტების დიდი ნაწილი ძირითადად მოგვმართავს კარიესის გართულებებით (პულპიტი, პერიოდონტიტი) და ღრძილების ანთებით. ამ ყველაფერს კი იმ სოციალურ და მატერიალურ პრობლემებს ვუკავშირებ, რაც ზოგადად მოსახლეობის დიდ ნაწილს აწუხებს. თითოეულ ადამიანს კარგად უნდა ესმოდეს, რომ პირის ღრუ არის ორგანიზმის სარკე!

აქვე დავამატებ, კვლევებით დადგენილია, რომ თუ პაციენტი რეგულარულად, ექვს-რვა თვეში ერთხელ იტარებს  წმენადას   IMS -ით, კარიესის განვითარება და ღრძილის ანთება  მინერალების საფუძველზე 10  პროცენტამდეა შემცირებული.

მშობლის როლი და ბავშვის სტომატოლოგიური ჯანმრთელობა

უმნიშვნელოვანესია პირის ღრუს მოვლის კულტურა ბავშვობიდანვე განვუვითაროთ პატარებს. თუ დღეში  ორჯერ და რაც მთავარია, სწორად ვასუფთავებთ კბილებს, მინიმუმამდეა დაყვანილი კბილების კარიესული დაზიანებები, და ღრძილის ანთება (გინგივიტი, პაროდონტიტი). ყველას ვურჩევ და მათ შორის პატარების მშობლებს, მიაჩვიეთ ბავშვები ორი  წლიდან თამაშით კბილების გახეხვას ისე, რომ ეს ბავშვისთვის სახალისო პროცესი იყოს. ატარეთ სტომატოლოგთან კონსულტაციაზე და პროფესიულ წმენდაზე. ექიმი სტომატოლოგი დაგეხმარებათ თავიდანვე განუვითარდეს პატარას კბილების სწორად გახეხვის უნარ-ჩვევები.

განსაკუთრებით მინდა ვთხოვო მშობლებს, არასოდეს შეაშინონ ბავშვები ექიმებით და დასჯის მეთოდად არასდროს გამოიყენონ ნემსის გაკეთებისა ან კბილის ამოღების შინაარსის შემცველი ფრაზები. ბავშვობაში ჩამოყალიბებული შიშის სინდრომი მთელი ცხოვრება მიჰყვება ადამიანს.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება კლინიკის არჩევისას?

სტომატოლოგიურ კლინიკაში ექიმების პროფესიონალიზმთან ერთად, ყველა პაციენტმა განსაკუთრებული ყურადღება ჰიგიენას და სანიტარიას უნდა მიაქციოს. მაგალითად, ჩვენს კლინიკას ემსახურება “სტერილიზაცია დეზინფექციის“ აკრედიტირებული ტრენინგ გავლილი ასისტენტი, რომელმაც აიმაღლა კვალიფიკაცია , მიიღო 4CME ქულა და ევროპული სერტიფიკატი. ამ ტრენინგის გავლით და წესის დაცვით კლინიკა ერგება ევროპულ სტანდარტებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია როგორც კლინიკისთვის, ასევე პაციენტებისთვის.

დატოვეთ კომენტარი