გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში საბავშვო ბაღი გაიხსნა.
“ხინჩეგაშვილი სკრის საბავშვო ბაღის გახსნას დაესწრო და აღსაზრდელებს უსაფრთხო და კეთიმოწყობილ გარემოში სასწავლო პროცესის განახლება მიულოცა.განახლებულ საბავშვო ბაღში 150 პატარა შეძლებს სკოლამდელი განათლების მიღებას. ახლადრეაბილიტირებული შენობა სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს”, – ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გარდა შენობისა, რეაბილიტირდა სააღმზრდელო დაწესებულების ეზოც. საბავშვო ბაღი აღიჭურვა ახალი ავეჯითა და ყველა საჭირო ინვენტარით.
დატოვეთ კომენტარი