კასპში ორგანიზაცია “კომლი” ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერებისთვის კამპანიას იწყებს. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა 17 მაისს, 15:00 საათზე კასპის ტექნოპარკში შედგება.
“სამოტივაციო წერილების შედეგად, კომლი შეარჩევს აქტიურ ახალგაზრდებს სხვადსხვა თემიდან და ქალაქ კასპიდან, რომლებსაც ჩაუტარდებათ ტრენინგ – კურსი. კურსის მიზანი იქნება მათი მაქსიმალური გაძლიერება, რათა სრულფასოვნად შეძლონ ადგილობრივ ხელისუფლებასთან დიალოგი, მათი კონსულტირება და და ახალგაზრდების საჭიროებების ადვოკატირება”, – ამბობს “კომლის” პროექტის კონსულტანტი გიორგი ედიშერაშვილი.
როგორც ცნობილია, “კომლი” კამპანიას პროექტის ფარგლებში ახორციელებს, რომელიც European Endowment for Democracy-მ დააფინანსა. პროექტის საბოლოო მიზანი, კასპში ახალგაზრდული საბჭოს შექმნაა.