კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ რბილი ავეჯის განახლებისთვის 3 500 ლარი დახარჯა. უწყებამ გამარტივებული შესყიდვა განახორციელა და ხელშეკრულება ივანე დალაქიშვილს გაუფორმა.
“ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს კასპის მუნიციპალიტეტის მერიის საოფისე, რბილი, ტყავის შემცველი სკამების განახლების მომსახურების შესყიდვა”, – ვკითხულობთ ხელშეკრულებაში.
როგორც ცნობილია, მერიას ერთი სკამის შეკეთება 70 ლარი უჯდება. სულ 50 სკამია შესაკეთებელი.
დატოვეთ კომენტარი