გორში, ერთ-ერთ ქუჩაზე სახლის კედელი  ჩამოინგრა 

გორში, ევდოშვილის ქუჩაზე ერთი-ერთი სახლის კედელი ჩამოინგრა.  თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვების შედეგადად არავინ დაშავებულა.  ” აქ იყო ძველი სახლი, რომელიც გაიყიდა, ერთ-ერთმა ბიზნესმენმა იყიდა, დაანგრია და ახლის აშენება დაიწყო. ძალიან დიდი ორმო იყო გაკეთებული, გვერდით იყო კედელი, რომელიც მთლიანად ჩამოინგრა”,  – უთხრა “მოზაიკას” თვითმხილველმა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟი და სამაშველო სამსახური. დატოვეთ კომენტარი