ახალი ამბები

გორში, ერთ-ერთ ქუჩაზე სახლის კედელი  ჩამოინგრა 

გორში, ევდოშვილის ქუჩაზე ერთი-ერთი სახლის კედელი ჩამოინგრა. 

თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვების შედეგადად არავინ დაშავებულა. 

” აქ იყო ძველი სახლი, რომელიც გაიყიდა, ერთ-ერთმა ბიზნესმენმა იყიდა, დაანგრია და ახლის აშენება დაიწყო. ძალიან დიდი ორმო იყო გაკეთებული, გვერდით იყო კედელი, რომელიც მთლიანად ჩამოინგრა”,  – უთხრა “მოზაიკას” თვითმხილველმა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟი და სამაშველო სამსახური.

დატოვეთ კომენტარი