ხაშურში ქვეითად მოსიარულე 13 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა.
მოზარდი ხაშურის “ევექსის” კლინიკაში გადაიყვანეს.
“ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, რეანომობილი მზად არის, როგორც კი დასტაბილურდება მდგომარეობა, თბილისის კლინიკაში გადავიყვანთ”, – აცხადებს ექიმი.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
დატოვეთ კომენტარი