ახალი ამბები

ხაშურის მერიამ მონაწილეობითი ბიუჯეტი დაამტკიცა

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ მონაწილეობითი ბიუჯეტი დაამტკიცა. უწყების ცნობით, სამოქალაქო ბიუჯეტის პროცესი რამდენიმე ეტაპად განხორციელდება.

“2022 წლისთვის მერიამ პრიორიტეტად შეარჩია ინფრასტრუქტურა შესაბამისად, იდეის შემოტანა შეიძლება ინფრასტრუქტურულ თემაზე. ამ ეტაპზე კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება აქვს სურამში, ქვიშხეთში, ან ცხრამუხაში რეგისტრირებულ ნებისმიერ პირს, რომელსაც კენჭისყრის მომენტისთვის შეუსრულდა 18 წელი”, – განმარტავს მერია.

როგორც ცნობილია, სურამში, ქვიშხეთში ან ცხრამუხაში მაცხოვრებლებს 5 მაისიდან შეუძლიათ მერიის მიერ განსაზღვრულ თემატიკაზე საპროექტო იდეების წარმოდგენა.

ინფორმაციისთვის, 2022 წლის სამოქალაქო ბიუჯეტისთვის გათვალისწინებულა 300 000 ლარის ოდენობის თანხის დაგეგმვა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები