ქარელის მუნიციპალიტეტის მერია 2 ახალი ავტომობილის ყიდვას აპირებს.
“მერიის ეკონომიკური განვითარების და ზედამხედველობის სამსახურებისთვის, სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად გეგმავს ორი ავტომობილის შეძენას”, – განმარტავს მერია.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე 6 ავტომობილი ირიცხება. გასულ წელს უწყებამ 9 400 ლარის ღირებულების შკოდას მარკის ავტომობილი იყიდა:
- ტოიოტა პრადო – ექსპლუატაციაში შესვლის წელი 2010;
- მიცუბიში – ექსპლუატაციაში შესვლის წელი 2012;
- ჰიუნდაი სანტაფე – ექსპლუატაციაში შესვლის წელი 2012;
- ტოიოტა რავ 4 – ექსპლუატაციაში შესვლის წელი 2017 ;
- ტოიოტა რანერი – ექსპლუატაციაში შესვლის წელი 2019;
- შკოდა – ექსპლუატაციაში შესვლის წელი 2021 ღირებულება 9400 ლარი.
დატოვეთ კომენტარი