ახალი ამბები

ქარელის მერია ნახევარ მილიონზე მეტს წვერში გზის რეაბილიტაციისთვის დახარჯავს

ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ წვერის გზის გაგრძელების რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 511 780 ლარია.

“საპროექტო გზების დღევანდელი ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. აქ არსებული საფარი ადგილობრივი გრუნტებითაა წარმოდგენილი. პერიოდულად მოხრეშილია, რომელიც ძლიერ დაზიანებულია. სავალ ნაწილზე შეიმჩნევა დიდი ზომის ორმოები, დარღვეულია გზიდან წყალარინების სისტემა, ხოლო ზოგიერთ მონაკვეთზე საერთოდ არ არსებობს”, – აღნიშნულია რეაბილიტაციის პროექტში.

ცნობისთვის, სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 919 მეტრს შეადგენს. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი 2022 წლიდან. 2019-2021 წლებში კი, მუშაობდა ჟურნალისტად.