ქარელის მუნიციპალიტეტში მოსაცდელების მშენებლობა – რეაბილიტაციაში 49 271 ლარი დაიხარჯება.
როგორც ქარელის მერიაში განმარტავენ მიმდინარე წელს დაგეგმილია 6 მოსაცდელის მოწყობა, რისთვისაც ტენდერი იყო გამოცხადებული.
“იგეგმება მუნიციპალიტეტის 6 ლოკაციაზე მოსაცდელების მშენებლობა, ქარელში კი არსებული მოსაცდელის რეაბილიტაცია, რომლისთვისაც 6680 ლარი დაიხარჯება. მოსაცდელები მოეწყობა, ასევე სოფლებში”, – განმარტავს ქარელის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნათია მაწონიძე.
რა შეეხება სოფლებს, საერთო ჯამში მოსაცდელების მოსაწყობად 42 591 ლარი დაიხარჯება.
“მოზაიკა” გთავაზობთ სოფლების ჩამონათვალას, სადაც აღნიშნული სამუშაეობია დაგეგმილი:
- აბისი – 7780 ლარი;
- სანებელი – 10430 ლარი;
- ტახტიძირი -7800 ლარი;
- ქვემო ხვედურეთი – 8100 ლარი;
- ქვენატკოცა – 8481 ლარი.
აღნიშნულ სოფლებში, სამუშაოებს შეასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ახალი სამშენებლო”.