ქარელის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს აქვს პროგრამები რომლის ფარგლებშიც ეხმარებიან: შშმ პირებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს,მრავალ შვილიან ოჯახებს, უსინათლოებს, საქართველოს მთლიანობისთვის მებრძოლებს, სამამულო ომის ვეტერანებს, მკურნალობის საჭიროების მქონე პირებს, სტუდენტებს, 100 ზელს გადაცილებულ მოხუცებს და სტიქიურად დაზარალებულებს.
მერიის ცნობით, გასულ წელს 1 463-მა ბენეფიციარმა ისარგებლა აღნიშნული პროგრამებით.
- უფასო კვებით უზრუნველყოფა გაეწია 90 ბენეფიციარ;
- მკურნალობის დაუფინანსდა 949 ბენეფიციარს რომლის ხარჯებმა შეადგინა ნახევარი მილიონი ლარი;
- ახალშობილთა დახმარების პროგრამით ისარგებლა 157 ბენეფიციარმა;
- დიალიზზე მყოფ 39 ბენეფიციარს დაეხმარა მერია;
- სოციალური დახმარებით ისარგებლა 54-მა სტუდენტმა;
- შშმ პირის დახმარება მიიღო 22- მა ბენეფიციარმა;
- უსინათლოების დახმარება გაეწია 74 ბენეფიციარს;
- ომის ვეტერანის დახმარება მიიღო 12-მა ბენეფიციარმა;
- 100 წელს გადაცილებულ უხუცესთა დახმარება 3 ბენეფიციარმა მიიღო;
- 18 წლამდე ობოლი ბავშვების დამხარება 2-მა ბენეფიციარმა მიიღო;
- გაჭირვებული ოჯახების მიცვალებულის დაკრძალვის დაფინანსება მიიღო 43-მმა ბენეფიციარმა;
- სტიქიური ზარალის ანაზღაურება მიიღო 14-მა ბენეფიციარმა;
- ვეტერანთა სარიტუალო მომსახურება გაეწია 4 ბენეფიციარს.
ინფორმაციისთვის, 2022 წელს სოციალური პროგრამის ფარგლებში ქარელის მერია 830 200 ლარს დახარჯავს.
დატოვეთ კომენტარი