ქარელის მერია 2022 წელს ხელფასებზე 2 525 300 ლარს დახარჯავს, განსხვავებით გასული წლისგან რომლის სახელფასო ხარჯები 2 027 400 ლარით იყო განსაზღვრული. 2021 წლის და 2022 წლებს შორის ხარჯების სხვაობამ 497 900 ლარი შეადგინა.
2021 წლის 16 ნოემბერს ქარელის საკრებულომ, გამოსცა დადგენილება თანამდებობრივი სარგოს ცვლილების შესახებ, დადგენილება მოქმედებაში შევიდა 2022 წლის პირველი იანვრიდან.
დოკუმენტის მიხედვით, თუ კი 2021 წელს ქარელის მერის ხელფასი შეადგენდა 3300 ლარს, 2022 წელს თანამდებობრივი სარგო თითქმის გაორმაგდა და 5065 ლარი შეადგინა,
ხელფასი მოემატა მერის მოადგილეებსაც, მერის პირველი მოადგილის ხელფასი 1900 ლარიდან 3850 ლარამდე გაიზარდა, ხოლო მეორე მოადგილის 1700 იდან 3520 ლარამდე.
სამსახურების ხელმძღვანელების ხელფასები 1300 იდან 1600 ლარამდე, სპეციალისტების 700 იდან 1000 ლარამდე გაიზარდა.
ქარელის მერიაში სულ 139 ადამიანია დასაქმებული, აქედან 60 ადამიანი შრომითი ხელშეკრულებით.