ა(ა)იპ ხაშურსერვისში 38 მეეზოვეა დასაქმებული, რომელთა ყოველთვიური ანაზღაურება გადასახადების ჩათვლით 270 ლარს შეადგენს.
ხაშურსერვისის ანგარიშის მიხედვით, რომელიც ა(ა)იპ-მა საკრებულოს წარუდგინა, დასუფთავების სამსახურში სულ 125 თანამშრომელია დასაქმებული.
“გასულ წელს მუნიციპალიტეტის დასახლებებში, დასუფთავებისა და სანიტარული ღონისძიებების განსახორციელებლად გამოყოფილი იქნა 1 016 000 ლარი, აქედან 570 000 ლარი შეადგინა სახელფასო ფონდმა. ხაშურის, დასუფთავების სამსახურში დასაქმებულია 125 თანამშრომელი, აქედან 38 მეეზოვე და 22 დასუფთავების ქვითრის დამრიგებელია, რომელთა ხელფასი შეადგენს 270 ლარს” , – განმარტავს ხაშურსერვისი.
უწყების ცნობით, ყოველდღიურად ხაშურში 48 100 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორია იგვება, ხოლო დაბა სურამში 15 500 კვადრატული მეტრი.