კასპის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ მედიკამენტები უფასოდ.
მერიის ცნობით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მედიკამენტების მიღება შეუძლიათ სხვადასხვა დაავადების მქონე პირებს. ესენია:
- ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები;
- ბრონქიალური ასთმით და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით დაავადებული პაციენტები;
- პარკინსონით დაავადებული პაციენტები;
- გლაუკომით დაავადებული პაციენტები;
- ფსორიაზით დაავადებული პაციენტები;
- გულის უკმარისობით (III – IV სტადია) დაავადებული პაციენტები;
- ღვიძლის ციროზით დაავადებული პაციენტები;
- თირკმელების ქრონიკული უკმარისობით დაავადებული პაციენტები.
“ბენეფიციარს დახმარება გაეწევა ერთჯერადად, არაუმეტეს 250 ლარის ოდენობით. დასაფინანსებელი მედიკამენტების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სამი თვისათვის განკუთვნილ ნორმას”, – აცხადებენ კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში.
ინფორმაციისთვის, ამ მუხლით გათვალისწინებული ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
დატოვეთ კომენტარი