კასპში, კოლხეთის ქუჩაზე მოქალაქემ წყლის მრიცხველის ფილტრში ჟანგის ნატეხები აღმოაჩინა – ფაქტის ამსახველი ფოტო მოქალაქემ “მოზაიკას” გამოუგზავნა.
“რკინის ნამტვრევები წყლის მრიცხველის ფილტრიდან ამოვიღეთ. ეს კიდევ მცირედია. გამრიცხველიანების დროს ვუთხარით ამ პრობლემის შესახებ, თუმცა დღემდე არ შეგვიცვალეს ეს დაჟანგებული მილები”, – ამბობს კოლხეთის ქუჩაზე მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე.
ინფორმაციისთვის, კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ წყლის სისტემებისთვის გამოყოფილი თანხები შეამცირა. კერძოდ, თუ კი, 2021 წელს 1 098 600 ლარი იყო გამოყოფილი, წელს 840 000 ლარია.
დატოვეთ კომენტარი