ახალი ამბები

გასულ წელს გორში 5 ექიმი პროფესიული გადაცდომის გამო გააფრთხილეს

2021 წელს პროფესიული გადაცდომის გამო გორში 5 ექიმი წერილობით გააფრთხილეს, – ამის შესახებ ინფორმაცია “მოზაიკას” სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოდან მიაწოდეს.

სააგენტოს ცნობით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, პროფესიული განვითარების საბჭოზე დაისვა, შიდა ქართლის რეგიონის სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული, 5 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი. ხუთივე შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტს ეხებოდა.

” ხუთივე შემთხვევაში, საბჭოს მიერ პასუხისმგებლობის სახედ განისაზღვრა – წერილობითი გაფრთხილება. 2022 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ, შიდა ქართლის რეგიონის სამედიცინო დაწესებულებების ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი არ განხილულა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები