კასპის მუნიციპალიტეტის მერია საჯარო სკოლის მოსწავლეებს ტრანსპორტით უზრუნველყოფს.
უწყებამ ხელშეკრულება შ.პ.ს “თაიმსერვისთან” გააფორმა. პროექტის ღირებულება 184 212 ლარს შეადგენს.
“აღნიშნული პროექტის ფარგლებში ტრანსპორტის მომსახურებით 743 მოსწავლე ისარგებლებს”, – აღნიშნულია ხელშეკრულებაში.
ინფორმაციისთვის, ერთი კილომეტრის საფასური, რომელსაც კასპის მუნიციპალიტეტის მერია აანაზღაურებს, 4 ლარს და 38 თეთრს შეადგენს, ხოლო წლიურად დასაფარი მანძილი – 42 057 კილომეტრს.
დატოვეთ კომენტარი