ახალი ამბები

 გორის მერიის თანამშრომელმა შვედეთის პროექტში გაიმარჯვა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის  საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელი ბექა ასამიძე  შვედეთის ადგილობრივი დემოკრატიის საერთაშორისო ცენტრის პროექტის „ადამიანთა უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის“ გამარჯვებული გახდა.

ასანიძემ „ადგილობრივი დემოკრატიის ჩემპიონის“ ტიტული პროექტის 22 მონაწილეს შორის მოიპოვა.

“საერთაშორისო პროექტში მონაწილეობდნენ თურქეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების წარმომადგენლები. თითოეული ქვეყნის გუნდის წევრები იყვნენ ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებული საჯარო მოხელეები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკური თანამდებობის პირები მუნიციპალიტეტებიდან”, – განაცხადეს მერიაში.

უწყების ინფორმაციით, პროგრამა მიზნად ისახავდა სექტორთა შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ადგილობრივი დემოკრატიის გაუმჯობესებას, შვედეთის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და შემდგომ დანერგვას მუნიციპალურ დონეზე.

დატოვეთ კომენტარი